5 ივლისის საქმეზე განაჩენი ცნობილია - ორკები ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებენ
5 ივლისის საქმე - ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლემ ყველა ბრალდებულს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა და მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ.
ირკვევა, რომ მოძალადე რადიკალები ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებენ, რადგან გამოტანილ სასჯელის ვადას საპატიმროში გატარებული პერიოდი გამოაკლდება. უფრო კონკრეტულად, მოძალადეების დიდი ნაწილი ციხეს მხოლოდ დარჩენილ 6 თვეს გააtარებს.
სასამართლომ დამნაშავედ ცნო:
- გიორგი ნასყიდაშვილი - 1 წელი და 3 თვე;
- გიორგი კახიანი - 1 წელი და 3 თვე;
- რომეო კეკუტია - 1 წელი და 3 თვე;
- უშანგი დათუნაშვილი - 1 წელი და 3 თვე;
- ზაზა მჭედლიძე - 1 წელი და 3 თვე;
- თემურ ხარაული - ერთი წელი და ერთი თვე;
- ილია ქებაძე - ერთი წლით და 6 თვე;
- უშანგი დათუნაშვილი - 5000 ლარიანი გირაო;
საქმე ეხება "რუსთავი 2-ის", "ფორმულას", "მთავარი არხის", "იმედის", "რადიო თავისუფლების" და "ტაბულას" ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობის ეპიზოდებს.