ბიზნესი ბიუჯეტის ხარჯზე - ოპოზიცია გაჩეჩილაძის დაფინანსებას კორუფციას უკავშირებს
ოპოზიცია მოითხოვს, დადგინდეს რა დამსახურებისთვის გადაურიცხეს ლევან გაჩეჩილაძის კომპანიას 7 მილიონი ბიუჯეტიდან.ხელისუფლების ოპონენტები ბიუჯეტის ფულით ძმები გაჩეჩილაძეების დაფინანსებას მათ მმართველი გუნდისთვის სასარგებლო პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა ობოლაძის თქმით, მთავრობა ხვადასხვა ჯგუფს საზოგადოებრივი განწყობების შესაქმნელად იყენებს მათ მოსყიდვას ბიუჯეტის ფულით ახდენს.
ზოგადად "ოცნების" სტრატეგია არის რომ ბიუჯეტიდან მოისყიდონ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფები და შემდეგ ისინი გამოიყენონ მათ შორის, არჩევნების მოსაგებად, საზოგადოებრივ განწყობაში ცვლილების შესატანად, ის რომ "ოცნება" მუშაობს ამ სქემით ბიუჯეტიდან იპარავს ფულს და სხვადასხვა ინტერეს ჯგუფს აძლევს ეს არ არის ახალი და ეს არის დასასრულებელი", - ამბობს ნიკა ობოლაძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი ვახტანგ კალოიანი გაჩეჩილაძის ბიზნესის ხალხის ფულით დაფინანსებას კორუფციულ გარიგებებს უკავშირებს.
ეს არის ცალსახად ხელისუფლების პასუხისმგებლობა,რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში იმ პერსონების ვინც ეს გადაწყვიტა ეს იქნება კვირიკაშვილი თუ სხვა მინისტრები. მთავარი პრობლემა არის კორუფციულ სისტემაში, როცა ფლანგავს გადასახადების გადამხდელების ფულს," - ამბობს ვახტანგ კალოიანი.
"ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ გაჩეჩილაძეების ბიზნესის დაფინანსება მათ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.
ვხედავთ, რომ ერთ კონკრეტულ ბიზნესს ეხმარება სახელმწიფო ასე პრივილეგირებულად, რომ ამერიკაში გაიტანოს თავისი ნაწარმი და როდესაც ვიცით, რომ ამ ბიზნესის მესვეურები ჩართული არიან პოლიტიკაში, ბუნებრივია ასეთ ვითარებაში იბადება სერიოზული კითხვები,ხალხის ფულის, ბიუჯეტის ფულის პოლიტიკური ხარჯვის თაობაზე," - ამბობს გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ 2017 წელს ლევან გაჩეჩილაძის ბიზნესი 7 მილიონი ლარით დააფინანსა. ტვ პირველის შაბათის ეთერში წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და ღვინის ბიზნესს წარმატებისთვსი ამ დრომდე არ მიუღწევია. "გლობალ ბრენდში" ამბობენ, რომ ამ წლების მანძილზე, აშშ-ში ექსპორტზე მხოლოდ 26 ათასი ბოთლი ღვინო გაიტანეს. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რამდენია გაყიდული. ღვინო 1 შტატის მხოლოდ 4 სავაჭრო ცენტრში იყიდება.