საქართველო არ გამოხატავს მხარდაჭერას დასავლეთის მიმართ - ეკა გიგაური

04.04.22 16:01
საქართველო არ გამოხატავს მხარდაჭერას დასავლეთის მიმართ - ეკა გიგაური

სად არის რუსეთ-უკრაინის  კონფლიქტის დროს საქართველოს ხელისუფლება და  როგორ უნდა გამოიყვანონ ჩვენი ქვეყანა რუსული  კლანჭებიდან?!    ამ საკითხებზე   30 არასამთავრობო ორგანიზაცია  ამ წუთებში მსჯელობს!  

მესამე სექტორში ღიად ამბობენ,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და ცივილურ სამყაროს უკვე საათობრივად სცილდება. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ვარაუდით,  ხელისუფლების ასეთი ტაქტიკა იმ ვალდებულებების შედეგია, რომელიც ,,ოცნებას" ოკუპანტი სახელმწიფოსგან აქვს აღებული.

ჩვენი სახელმწიფო და მთავრობა არ უცხადებს სოლიდარობას უკრაინას. ცალსახაა, რომ ისინი არ უერთდებიან საერთაშორისო სანქციების რეჟიმს და ამით ისინი არ გამოხატავენ მხარდაჭერას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ. - აცხადებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.

შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მისი დასრულებისას 30 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ მემორანდუმს მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები