მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა, 5 ივლისის საქმეზე მოძალადეებს მინიმალური სასჯელი დააკისრა

04.04.22 15:55
მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა, 5 ივლისის საქმეზე მოძალადეებს მინიმალური სასჯელი დააკისრა

5 ივლისის საქმე - მედიასაშუალების წარმომადგენლის მიმართ ძალადობისა და პროფესიული ხელშეშლის საქმეზე ბრალდებულებს მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმაც მინიმალური სასჯელი დააკისრა.

  • ზაზა ჭაავა  – 1 წლით პატიმრობა;
  • მურად დევლარიშვილი  – 1 წლით პატიმრობა;
  • გენო გერმანიშვილი – 3 წლით პატიმრობა;
  • გიორგი ხეჩუაშვილი – 3 წლით პატიმრობა;
  • თედო ბურდული – 3 წლით პატიმრობა;
  • გიორგი მაღრაძე – 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა;
  • გიორგი წარუაშვილი – 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა;

მოსამართლემ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ.

აღნიშნული ეპიზოდი "რუსთავი 2"-ის, "ფორმულას",საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფისმიმართ  განხორციელებულ ძალადობას ეხება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები