ეს არის პოლიტიკური კორუფცია - კორუფციის მკვლევარები გაჩეჩილაძის მილიონებზე

11.04.21 13:08
ეს არის პოლიტიკური კორუფცია - კორუფციის მკვლევარები გაჩეჩილაძის მილიონებზე

კორუფციის მკვლევარები ლევან გაჩეჩილაძისთვის 7 მილიონი ლარის ბიუჯეტიდან მიღების ფაქტს კორუფციად აფასებენ. კორუფციის მკვლევარ ბესო დონაძეს ძმები გაჩეჩილაძეების ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობა კიდევ უფრო უმყარებს ეჭვს, რომ ვალის დაბრუნების სანაცვლოდ მათ ივანიშვილი მართავს და სხვადასხვა მიზნით იყენებს.

ამ ადამიანებს იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციისთვის, ყველა ის თანხები რაც გადაეცა ბიუჯეტიდან იდეის განმახორციელებელს ეს 7 მილიონი ლარი, ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რომელიც დასჯადი არის, ოცნებამ ეს კარგად იცის. ეხლა ვალი არის უკან დასაბრუნებელი,ეს ვალი უნდა დააბრუნონ პოლიტიკური სპეკულაციებით, სადაც დაუძახებს ეხლა ბიძინა გაჩეჩილაძეებს დადგებიან იქ და დაიწყებენ გინებას, რაც ახასიათებთ ზოგადად, ჩვეულებრივი ქურდები არიან ეს ადამიანები, ბიუჯეტიდან სხვადასხვა ხერხებით იპარავენ ფულს," - ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.

მთავრობამ 2017 წელს ლევან გაჩეჩილაძის ბიზნესი 7 მილიონი ლარით დააფინანსა. ტვ პირველის შაბათის ეთერში წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და ღვინის ბიზნესს წარმატებისთვის ამ დრომდე არ მიუღწევია. "გლობალ ბრენდში" ამბობენ, რომ ამ წლების მანძილზე, აშშ-ში ექსპორტზე მხოლოდ 26 ათასი ბოთლი ღვინო  გაიტანეს. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რამდენია გაყიდული. ღვინო 1 შტატის მხოლოდ  4 სავაჭრო ცენტრში იყიდება.