ხელისუფლების პოლიტიკური თითმკვლელობა - ხიდაშელი "ოცნების" კრემლთან სავარაუდო თანამშრომლობაზე
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი უკრაინის დაზვერვის მეირ გავრცელებულ ნიფორმაციას ყურადსაღებს უწოდებს. მისი თქმით, თუკი მსგავს ინფორმაციას რომელიმე სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურიც გაავრცელებს, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების თვითვმკლელობის ტოლფასი აქტი.
ასეთი ტიპის დასაზვერვო ინფორმაციები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. გასნაკუთრებით მნიშნელოვანი ხდება ხოლმე, თუ ჩნდება მეორე წყაროც ამის დამადასტურებელი. მე იმედი მინდა დავიტოვო, რომ არ გამოჩნდება ასეთი მეორე წყარო, ან რომელიმე სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახური იქნება ეს დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის მაგალითად, ძალიან აქტიურები არიან ხოლმე ისინი, განსაკუთრებით დდი ბრიტანეთის დაზვერვა ამ ბოლო დროს, რომელიც იგივე ინფორმაციას გაახმოვანებს და დაადასტურებს, იმიტომ, რომ ეს უკვე იქნება ერთგვარი პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი აქტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, - განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. "ქართულმა ოცნებამ" რუსეთს ფარულად უფლება მისცა რუსეთის ტერიტორიაზე სანქციების ქვეშ მოყოლილი სამხედრო პროდუქცია შეეტანა. ინფორმაციის წყარო უკრაინის თავდაცვის სამინსტროა.