აქცია რუსთაველზე- მოქალაქეები სანთლით ხელში რუსულ ძალადობას გმობენ
აქცია რუსთაველზე - ქვეყნის მთავარ გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთა, მოქალაქეები შეიკრიბნენ და სანთლით ხელში უკრაინის ქალაქ ბუჩას ტრაგედია გააპროტესტეს.
ისინი აცხადებენ, რომ ბოროტმა ძალამ რუსეთის სახით აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმ ყველაფერზე, რაც უკრაინაში ხდება.
შემზარავი და სასატიკი კადრების ნახვის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები აცხადებენ, რომ გაჩუმების და სახლში ყოფნის დრო არ არის.
მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცხადი, რასაც აქამდე ჩვენი თვალებით ვხედავდით, ჩვენი წინაპრებიც ხედავდნენ. საქართველო განსაკუთრებით სოლიდარული უნდა იყოს, გლოვის დღე უნდა იყოს ახლა რეალურად გამოცხადებული ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს ერთი ბედი, ეს ადამიანური ტრაგედია უნდა იყოს გამაერთიანებელი ჩვენი და უკრაინელი ერისთვის. - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.