საქართველოს საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან თანამშრომლობის იმედი მაქვს - კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილებას ეხმიანება და ილია დარჩიაშვილთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.
საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან თანამშრომლობის იმედი მაქვს. რუსული აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერის იმედი მაქვს, - წერს კულება "ტვიტერზე".