რატომ არ შეუერთდა საქართველო სანქციებს - "ოცნებას" უცხოელ მაღალჩინოსნებთან თავის მართლება უწევს

05.04.22 11:18
რატომ არ შეუერთდა საქართველო სანქციებს - "ოცნებას" უცხოელ მაღალჩინოსნებთან თავის მართლება უწევს

"ქართული ოცნების" მძიმე სამშაბათი - რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს? - კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს უცხოელ დიპლომატებთან თავის მართლება უწევს. 

არსებული ინფორმაციით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის 6 კაციან დელეგაციის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვეს განმარტება, რატომ არ არის მათი პოზიცია უკრაინასთან მიმრთებით უფრო მკაფიო. 

თემას, რომ საუბარი სანქციების საკითხს შეეხო "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ადასტურებს. ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებთან რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. 

შევეხეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, რა თქმა უნდა პირველ რიგში ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით ამ ყველაფერზე. სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან იყო განმარტება, იმისა თუ რატომ იკავებს კონკრეტულ პოზიციას საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სანქციებთან მიმართებით"- თქვა კობახიძემ. 

"პირველების" ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ინიციატივით დღეს ოპოზიცია, ხელისუფლება და უსაფრთხიების დარგის ექსპერტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, საუბარი უკრაინის მხარდაჭერის საკითხს შეეხება. 

დიდი ბრიტანეთი არის ქვეყანა რომელმაც ყველაზე მკაფიოდ აიმაღლა ხმა რუსეთის ბარბაროსობის გამო. საქართველომ კი ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებული ეფექტურობით უნდა გამოიყენოს. ჩვენ ისედაც გვქონდა მეგობრული ურთიერთობა ბრიტანეთთან, თუმცა შექმნილ ვითარებაში გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი"- თქვა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები