საქართველოს ფარული თანამშრომლობა რუსეთთან - უკრაინული მხარე მტკიცებულებების გასაჯაროვებას აანონსებს

05.04.22 12:03
საქართველოს ფარული თანამშრომლობა რუსეთთან - უკრაინული მხარე მტკიცებულებების გასაჯაროვებას აანონსებს

საქართველოს ფარული თანამშრომლობა რუსეთთან - უკრაინული მხარე მტკიცებულებების გასაჯაროვებას აანონსებს. აღნიშნულ საკითხზე  უკრაინის რადას უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

სრულად ვენდობი ინფორმაციას, რომელიც უკრაინის დაზვერვისსა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ იქნა მოწოდებული. არ არის საფუძველი, რომ არ ვენდო, მაგრამ მტკიცებულებები, რომელსაც თქვენ იხილავთ ალბათ უახლოეს დღეებშ გახდება ცნობილი. თუ ასეთი საქმიანობა გაგრძელდება, ჩვენ დავინახავთ შესაბამის მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, - განაცხადა ფეოდორ ვენისლავსკიმ. 

უმძიმეს  ბრალდებას "ქართულ ოცნებაში" სიცრუეს უწოდებენ და ამბობენ, რომ თუ უკრაინული  მხარე მტკიცებულებებს ვერ წარადგენს, მათ ბოდიშის მოხდა მოუწევთ.

არამც თუ უბრალოდ უარყოფილი, არამედ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ასეთ ბრალდებებს და განცხადებებს ჰქონდეს რაიმე საფუძველი რაც მოვისმინეთ ამ შემთხვევაშ უკრაინის ცალკეული თანამდებობის პირების მიერ. რაც შეეხება განცხადებას, რომ მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რა თქმა უნდა, უნდა გამოქვეყნდეს. მეტსაც გეტყვით, დაუშვებული იყო მტკიცებულებების ასეთი განცხადების გაკეთება და თუ მტკიცებულება ვერ იქნება, რასაკვირველია, მტკიცებულება უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

საქართველოს ხელისუფლება უპრეცენდენტო სკანდალში ეხვევა  - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.  ზელენსკის გუნდის თქმით, მსოფლიო სანქციების ფონზე  საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის. მათივე მტკიცებით,  ქართულ სპეცსამსახურებს მწვანე შუქი  ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღანელობამ აუნთო.

მსგავსი სიახლეები