საქართველოს ფარული თანამშრომლობა რუსეთთან - სუს-ი უკრაინულ მხარეს მტკიცებულებებს სთხოვს

05.04.22 12:17
საქართველოს ფარული თანამშრომლობა რუსეთთან - სუს-ი უკრაინულ მხარეს მტკიცებულებებს სთხოვს

უკრაინის დაზვერვის განცხადებას სუს-ი სპეციალური განცხადებით პასუხობს, რომლითაც უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების გადაგზავნას სთხოვს. საუბარია განცხადებაზე, რომლის თახმადაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. 

საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით.  აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით, – ნათქვამია განცხადებაში.

სუს-ის განცხადებით,  იმ შემთხვევაში თუ უკრაინული მხარე საქართველოს მტკიცებულებებს არ მიაწვდის, უკრაინული დაზვერვის განცხადება წინასწარ განზრახულ პროვოკაციად ჩაითვლება, რომელიც მიზნად საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებსა ემსახურებოდა. 

შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარ განზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს,  – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლება უპრეცენდენტო სკანდალში ეხვევა  - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.  ზელენსკის გუნდის თქმით, მსოფლიო სანქციების ფონზე  საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის. მათივე მტკიცებით,  ქართულ სპეცსამსახურებს მწვანე შუქი  ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღანელობამ აუნთო.

მსგავსი სიახლეები