საქართველოს არ გააჩნია საგარეო პოლიტიკური ხედვა - ბათუ ქუთელია

11.04.21 13:25
საქართველოს არ გააჩნია საგარეო პოლიტიკური ხედვა - ბათუ ქუთელია

საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექპერტი,ბათუ ქუთელია ამბობს, რომ  მთავრობამ 11 თვის არასწორი  გადაწყვეტილება მიიღო, როცა უკრაინიდან ელჩი გამოითხოვა. ქუთელიას თქმით, ეს ფაქტი რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც "ოცნება" საგარეო მიმართულებით ატარებს.

ბუნებრივია, ელჩის ყოლა უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმ გეოპოლიტიკური, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე,რაც რეგიონში დგას რუსული აგრესიის პირობებში. უფრო დიდი პრობლემა დღეს  არის ის რომ საქართველოს არ გააჩნია არანაირი საგარეო პოლიტიკური ხედვა, არამარტო უკრაინასთან, არამედ რეგიონალურ უსაფრთხობასთან დაკავშირებით. ერთადერთი ხედვა აქვთ რომ არ გააღიზიანონ რუსეთი და ეს არის ივანიშვილის ხედვა," - ამბობს ბათუ ქუთელია.

ცნობისთვის, უკრაინიდან საქართველოს ელჩი კონსტანტინე შარაშენიძე 11 თვის წინ გამოიწვიეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის რამდენიმე დღეში უკრაინაში დაბრუნდება და დიპლომატიურ საქმიანობას განაგრძობს.