მეგობრებო, გამოვფხიზლდეთ, რამდენიმე კვირა გვაქვს - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს. მისი თქმით, "საუკუნოვანი სირცხვილია ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინას შორის"
მეგობრებო, გამოვფხიზლდეთ, რამდენიმე კვირა გვაქვს, რომ ჩამოვიფერთხოთ ეს სირცხვილი ეროვნული კონსოლიდაციით, ერთიანობით, სიძლიერით, სიმტკიცით და სიმშვიდით."- თქვა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ "ომის პარტია არის ის, ვინც ქადაგებს, რომ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ საქართველო".
„აღმშენებლობის დრო მალე დაბრუნდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი მტერი შემოვიდეს და კაპიტულანტების მეშვეობით დაიკავოს ის, რაც 2008 წელს ვერ შეძლო. თუ ეს მოხდა ქართველი ერი გაქრება, იმიტომ, რომ ამჯერად აღარ გვაპატიებენ, ზედმეტად დიდ ხანს ვუწევდით წინააღმდეგობას, არ გვაპატიებენ და ამიტომ, ეს არ დავუშვათ"- თქვა მან.