კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხმამაღლა საუბრობს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე - ბრიტანული დელეგაცია

05.04.22 13:29
კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხმამაღლა საუბრობს უკრაინაში ჩადენილ  სამხედრო დანაშაულზე - ბრიტანული დელეგაცია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისინი კმაყოფილი არიან სალომე ზურაბიშვილის განცხადებებით.ჯონათან ჯანოგლი არ მალავს, რომ პარლამენტში კონსულტაციები უკრაინის მიმართ მხარდაჭერასთან და საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით   გამართეს.

საქართველო ბევრ სანქციას არის შეერთებული, მთავარი კითხვაა ხარისხი, მთავარი კითხვაა, როგორ არის ეს ყველაფერი რეალობაში გამოხატული. ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ საქართველო სანქციების კალათაში. მოხარული ვართ რომ ევროკავშირის  რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო შეუერთდა. ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხმამაღლა საუბრობს სამხედრო დანაშაულზე, რომელიც არის ჩადენილი უკრაინაში", - ამბობს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლი.

თემთა პალატის 6 კაციან დელეგაციის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვეს განმარტება, რატომ არ არის მათი პოზიცია უკრაინასთან მიმართებით უფრო მკაფიო.  "ოცნებას" უცხოელ მაღალჩინოსნებთან თავის მართლება უწევს.

 

 

მსგავსი სიახლეები