წარმოიდგინეთ, რომ არ შეგიძლიათ სახლში დაბრუნება იმიტომ, რომ აღარ არსებობს - ლიზა იასკოს ემოციური მიმართვა

05.04.22 14:50
წარმოიდგინეთ, რომ არ შეგიძლიათ სახლში დაბრუნება იმიტომ, რომ აღარ არსებობს - ლიზა იასკოს ემოციური მიმართვა

"ჩვენ გვინდა მშვიდობა და ვიმსახურებთ, ბედნიერები ვიყოთ საკუთარ მიწაზე", - უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ, ესპანეთიდან  ევროპელ ლიდერებს მიმართა. 

მე უკრაინაში მაშინ დავიბადე, როცა ქვეყანა დამოუკიდებლობის გზას ადგა. ვარ 31 წლის, ვარ უკრაინელი და არასოდეს მდომებია ცხოვრება საზღვარგარეთ, ყოველთვის მსურდა, ჩემს სამშობლოში ვყოფილიყავი. ჩემი ცხოვრებისეული მიზნები უკრაინას უკავშირდება. ახლა ჩემი სახლი განადგურებულია, ჩემი პირადი ცხოვრება პუტინის ხელშია. ჩემი საყვარელი მეუღლე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე,  მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარია. ჩემი ოჯახი და ჩემი მშობლები დღეს სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ, სახლი, პირადი და პროფესიული ცხოვრება და უცებ ყველაფერს კარგავთ.  თქვენ არ შეგიძლიათ, დაბრუნდეთ სახლში იმიტომ, რომ სახლი აღარ არსებობს. რას იგრძნობდით? რას იზამდით?! - განაცხადა ლიზა იასკომ.

ლიზა იასკომ საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დღეს უკრაინის ომი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. რამდენადაც საშიში არ უნდა იყოს, გთხოვთ, არ შეშინდეთ, რადგან ჩვენ უკრაინელებს არ გვეშინია. პრეზიდენტი ზელენსკი არ არის შეშინებული. 

მთავარი შეკითხვაა ახლა, როგორ უნდა დასრულდეს ომი? როგორ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვაშენებთ ისეთ უსაფრთხოების სისტემას და მშვიდობას ევროპაში ისე, რომ არასოდეს აღმოვჩნდებით ამ შემზარავი ომის პირისპირ ისევ. გთხოვთ, გაიღვიძოთ! ჩვენ ვიბრძვით არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა თქვენგანისთვის, მთელი ევროპისთვის! გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ უკრაინას, გახდეს ევროკავშირის წევრი.  ჩვენ გვინდა მშვიდობა და ვიმსახურებთ ბედნიერებას საკუთარ მიწაზე! - განაცხადა ლიზა იასკომ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები