უმძიმესი ამბავი უკრაინიდან - ქართველი სამხედროები ქიმიური იარაღით მოწამლეს

05.04.22 16:54
უმძიმესი ამბავი უკრაინიდან -  ქართველი სამხედროები ქიმიური იარაღით მოწამლეს

უმძიმესი ამბავი უკრაინიდან - ქართველი სამხედროები ქიმიური იარაღით მოწამლეს. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართული დანაყოფის 6 წევრი სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ყველა მათგანს სამედიცინო კვლევები უტარდება.

მოწამვლის სიმპტომი ქართველ მებრძოლებს ერთდროულად გამოვლინდათ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი  საომარი მოქმედებების ეპიცენტრიდან დაბრუნდნენ. 

ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ ისინი ანტონივის  აეროპორტთან, 8 საათია განმავლობაში ოპერაციის ჩასატარებლად იმყოფებოდნენ, მისი დატოვების შემდეგ კი ყველა მათგანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. 

გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტში, ე.წ. წმენდაზე ვიყავით. ადგილზე 7-8 საათი დავყავით. გოსტომელი ჩერნობილიდან 30-40 კილომეტრითაა დაშორებული. სიმპტომები გვქონდა ქიმიური მოწამვლის - რუსები საიდანაც მიდიან, ტოვებენ ე.წ. საჩქურებს, მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მას შემდეგ რაც ექვსივე ჩვენგანს იდენტური სიმპტომი გამოგვივლინდა, წაგვიყვანეს სამედიცინო ცენტრში. ყველა სიმპტომი იყო შესაბამისი იმისი, რომ იყო ქიმიური მოწამვლა, რომელიც რუსებმა დატოვეს"- ამბობს ქართველი მებრძოლი. 

ირკვევა, რომ ქართველი მებრძოლები გოსტომელის აეროპორტში რუსების მიერ დატოვებულ შეიარაღებას წმენდნენ, რის შემდეგაც ყველა მათგანი ერთდროულად შეუძლოდ გახდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები