შეხვედრების დრო დამთავრდა, მხოლოდ სასამართლოში შევხვდებით - ხელოვანების მასშტაბური პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ
თეა წულუკინის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი მზადდება. კულტურის მინისტრს ხელოვანები ერთი მეორის მიყოლებით უჩივიან. კულტურის მინისტრს სასამართლოში დმანისის თეატრის ყოფილი მხატვრული დირექტორი, ლაშა ჩხვიმიანიც უჩივის.
თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ წულუკინის რეპრესიები ერთადერთი მიზეზის გამო შეეხო - სპექტაკლებს, რომელსაც დმანისის თეატრი დგამდა, ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონდა.
ჩხვიმიანის თქმით, თეა წულუკიანმა პრობლემებზე სასაუბროდ ხელოვანებს შეხვედრაზე უარი უთხრა.
დმანისის თეატრი დგამდა ისეთ სპექტაკლებს, რომელიც არ მოსწონდა ქალაქის თვითმმართველობას. ერთ-ერთი სპექტაკლი ძალიან აქტუალური გამოგვივიდა, ამიტომ გამოიწვია ქალაქის თვითმმართველობის გაღიზიანება. მათ თავიანთ თავზე მიიღეს, სხვანაირ სპექტაკლებს იყვნენ მიჩვეული. შეხვედრების დრო დამთავრდა, აწი ჩვენ ალბათ სასამართლოში თუ შევხვდებით", - ამბობს ჩხვიმიანი.
თეა წულუკიანმა 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსი, რომელშიც მხოლოდ ლაშა ჩხვიმიანი იღებდა მონაწილეობას, განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა.
დმანისის ახალ ხელმძღვანელად იმავე დღეს დანიშნა გიორგი სიხარულიძე, რომელიც კონკურსში საერთოდ არ მონაწილეობდა.
თეა წულუკიანს ასევე უჩივის ეროვნული კინო ცენტრის ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე. ჩხეიძის თქმით, წულუკიანის რეპრესიები იმდენად ძლიერი იყო, რომ მინისტრი რეჟისორები ნამუშევრის განხილვაშიც ერეოდა და მათ ფილმებს უწუნებდა.