საქართველოს შესაძლო თანამშრომლობა რუსეთთან - უკრაინის საელჩის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
საქართველოს შესაძლო თანამშრომლობა რუსეთთან - უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის შემდეგ, უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი, განმარტებებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა უწყებაში ერთი საათი დაყო.
დიპლომატმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.
საუბარი სავარაუდოდ, ეხებოდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ზელენსკის გუნდის თქმით, მსოფლიო სანქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის. მათივე მტკიცებით, ქართულ სპეცსამსახურებს მწვანე შუქი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღანელობამ აუნთო.