მომატებული სასწვავის ფასი - კანცელარიასთან აქცია იმართება

11.04.21 15:11
მომატებული სასწვავის ფასი -  კანცელარიასთან აქცია იმართება

კანცელარიასთან შეკრებილები საწვავის მომატებულ ფასს აპროტესტებენ. მოქალაქეები საწვავზე ფასის დაწევას და "კომენდანტის საათის" გაუქმებას მოითხოვენ.

ბენზინის ფასი კიდევ  5 თეთრით გაიზარდა.ბოლო 3 თვის მონაცემებით, ბენზინის ფასი 65 თეთრით არის გაზრდილი. დღევანდელი მონაცმებით, ერთი ლიტრი სუპერის ღიორებულება 2 ლარი და 91 თეთრია. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ბენზინის ფასზე ზრდა ისევ გაგრძელდება და შესაძლოა, საწვავის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწიოს.