"არაერთი ბინძური პროვოკაცია ვიხილეთ" - "ოცნება" კულებას დიპლომატიას უწუნებს
რუსეთთან ფარული თანამშრომლობა - "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს და მას დიპლომატიას უწუნებს. დმიტრო კულება ოფიციალურ თბილისს მიმარტავს, წარადგინოს მტკიცებულებები, რომ ოკუპანტ ქვეყანასტან არ თანამშრომლობს.
საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს წინააღმდეგ ოკუპანტის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან მოყოლებული არა ერთი ბინძური პროვოკაცია ვიხილეთ. ძალიან მძიმეა ახლა საუბარი იმაზე, რომ საუბარი უკრაინის ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც არის ჩართული ომში და რომელიც იცავს თავისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ჩვენ ვართ მომსწრე ყველა, რომ ომის პარალელურად, საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება არაერთი ბინძური პროვოკაცია. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, მემგონია, რომ ჩვენი საზოგადოება არის გაზრილი იმ თვალსაზრისით, რომ აფასებს საკითხებს ისტროიული კონტექსტით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ძალიან კარგი დაკსვნები გამოაქვს. რაც შეეხება ბატონი კულებას განცხადებას, რას შეიძლება ემსახურებოდეს ის, რომ ჯერ რაღაც დაგაბრალონ და ამ დაბრალების შემდგომ შენ გთხოვო წარმოადგინო მტკიცებულებები, რომ მე რაც დაგაბრალე, ეს ასე არ არის. რას ნიშნავს ეს? დიპლომატიის რომელ წესებში ჯდება, რომ მე მაქვს უფლება დაგაბრალო შენ რაღაც და ამის შემდეგ მე კი არ ვისაუბრო კონკრეტულ საკითხებზე, არამედ შენ ჩაგაყენო თითქოს თავის მართლების რეჟიმში და მოგთხოვო აქეთ გაბათილება სიცრუის, - თქვა ოხანაშვილმა.