რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული - ახალი რეზოლუცია პარლამენტში

06.04.22 11:36
რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული - ახალი რეზოლუცია პარლამენტში

"ლელო"  პარლამენტში ახალ რეზოლუციას ამზადებს. დოკუმენტში ჩაიწერება, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და რუსეთი დამნაშავეა.  "ლელოს" ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში რამდენიმე დღეში დაიწყება.

ჩვენი რეზოლუცია შეაფასებს ძალიან ნათლად რუსეთის ქმედებებს, როგორც ომის დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. მოუწოდებს სრულიად საპარლამენტო პოლიტიკურ კლასს, რომ შემოუერთდეს ამავე შეფასებას, რათა ამ შემთხვევაში მაინც ჩვენ შევძლოთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ღირსეული სახით გამოვიდეს ამ სიტუაციიდან", - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

 დაუჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნება" ოპოზიციის ამ ინიციატივას უცნობია. ანრი ოხანაშვილი "ლელოს" ინიციატივას პროვოკაციას უწოდებს.

"ლელოს" რაღაცა პროვოკაციულ ნაბიჯებს ავყვეთ... რა ინტერესები აქვთ არ ვიცი, თუმცა გავეცნობით დოკუმენტს და მერე დავაფიქსირებ პოზიციას. რაც შეეხება ოკუპანტთან მიმართებით  შეფასებებს, ჩვენ არავისთან მიმართებაში კონსულტაცია და რეზოლუცია არ გვჭირდება,  ჩვენ ვიყავით ჰააგაში პოზიციის გამჟღერებელი, რომ შესაძლოა იკვეთებოდეს მძიმე დანაშაულებები ეს უმძიმესი დანაშაულები უნდა იქნეს გამოძიებული",  - ამბობს ოხანაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები