წულუკიანი კრიტიკულ მედიას ისევ ემალება - "ტვ პირველი" ღონისძიებაზე არ შეუშვეს

06.04.22 11:40
წულუკიანი კრიტიკულ მედიას ისევ ემალება - "ტვ პირველი" ღონისძიებაზე არ შეუშვეს

თეა წულუკიანი კრიტიკულ მედიას ისევ ემალება. ეროვნულ მუზეუმში კულტურის მინისტრმა ბრიფინგი ისე დაგეგმა, რომ ინფორმაცია მისთვის არასასურველ ტელევიზიებს ისევ დაუმალა. მეტიც, მინისტრმა თანამშრომლებს უბრძანა, ,,ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი მასთან არ მიეშვათ. 

წულუკიანი ამ წუთებშიც მისთვის კომფორტული ტელევიზიების წინ დგას და სამინისტროს მიერ დაგეგმილ კონკურსზე საუბრობს.

"პირველების" რეპორტიორს არც კი აუხსნეს, რატომ ვერ ახერხებს საჯარო სივრცეში შესვლას და რომელი კანონის საფუძველზე აუკრძალა მინისტრმა ღონისძიების გაშუქება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები