სისხლიანი გარჩევა "ლაგუნა ვერესთან" - "პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

06.04.22 13:09
სისხლიანი გარჩევა "ლაგუნა ვერესთან"  - "პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ე.წ. ქურდული გარჩევის საქმე - "ტვ პირველის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი აიყვანეს. დაკავებულია 26 წლის ტრისტან გაბუნია. 

ახალგაზრდა კაცს გამოძიება სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას და დანაშაულის დაფარვას ედავება.

არსებული ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაცია ფონიჭალაში ჩატარდა, მანამდე კი პოლიციამ  გაბუნიას  სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

"პირველების" ინფორმაციით, პოლიცია 26 წლის კაცზე სატელეფონო ანძებების ჩანაწერებით გავიდა. 

გომელაურის უწყება ამ დრომდე ეძებს ე.წ. ქურდული გარჩევის სხვა ფიგურანტებსაც - კერძოდ, ვახტანგ გურგენიძის მკვლელობაში ბრალდებულს, თუმცა მის კვალზე პოლიცია ვერ გადის.

თბილისის ცენტრში მოხმდარი სისხლიანი გარცევის საქმეზე ამ დრომდე 5 პირია დაკავებული. ე.წ. ქურდული გარჩევის მონაწილეები განაჩენის მოლოდინში არიან - ოთხი ბრალდებულის, კობა მეტრეველის, გიორგი გელოვანის, გიორგი ასლანიშვილისა და გიორგი პეტრუშკოვის  სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთს, გიორგი ქველიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

რაც შეეხება საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, ბიზნესმენ მარლენ მეტონიძეს, მან საავადმყოფო დატოვა, თუმცა გამოძიებისთვის ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია.

"ლაგუნა ვერესთან" 2 პირი კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე  3 აპრილს მოკლეს. 


მსგავსი სიახლეები