არ გვაქვს მოლოდინი, რომ "ოცნება" დოკუმენტს მხარს დაუჭერს - სამადაშვილი "ლელოს" რეზოლუციაზე

06.04.22 13:26
არ გვაქვს მოლოდინი, რომ "ოცნება" დოკუმენტს მხარს დაუჭერს - სამადაშვილი "ლელოს" რეზოლუციაზე

"ლელო" ახალ რეზოლუციაზე მმართველი პარტიის მხარდაჭერას არ ელოდება.  სალომე სამადაშვილის შეფასებით, რეზოლუციის ტექსტი  მკაფიო იქნება და საზოგადოებას აჩვენებს, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს აღმასრულებლ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ.

ჩვენ მიერ წარდგენილ დოკუმენტში ყველაფერს ექნება შესაბამისი შეფასება გაკეთებული. ასევე, იქნება შესაბამისი დავალებები გაცემული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში. ცხადია, მოლოდინი არ გვაქვს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მხარს დაუჭერს მსგავს დოკუმენტს. მაგრამ ამ დოკუმენტის შემუშავება არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ იცოდეს, დღეს რა პოზიციას უნდა აფიქსირებდეს ხელისუფლება" - თქვა სალომე სამადაშვილმა.

"ლელო"  პარლამენტში ახალ რეზოლუციას ამზადებს. დოკუმენტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდება და მასში ჩაიწერება, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.  "ლელოს" ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში რამდენიმე დღეში დაიწყება. უცნობია, რა პოზიცია ექნება მმართველ გუნდს. 

მსგავსი სიახლეები