ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება უკრაინული სამხედრო დაზვერვის მხრიდან - კარლ ჰარცელი
უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს მიმართ სერიოზულ და ყურადსაღებ ბრალდებას უწოდებს. დიპლომატი მიიჩნევს, რომ სიმართლის გარკვევის მიზნით მხარეებმა ინფორმაციები დროულად უნდა გაცვალონ.
ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება უკრაინული სამხედრო დაზვერვის მხრიდან და ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ მას. საქართველოს ხელისუფლებისგან არსებობს მკაფიო პასუხი, რომ ასეთი რამ არ ხდება. არც პრაქტიკა და არც რისკი. მე პირადად არავითარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. მთავარია, რომ ორივე მხარემ დროულად გაცვალოს ინფორმაია, რომ დროულად მოგვარდეს ეს საკითხი, - განაცხადა ჰარცელმა.
საქართველოს ხელისუფლება უპრეცენდენტო სკანდალში ეხვევა - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ზელენსკის გუნდის თქმით, მსოფლიო სანქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის. მათივე მტკიცებით, ქართულ სპეცსამსახურებს მწვანე შუქი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღანელობამ აუნთო.