სისხლიანი გარჩევა "ლაგუნა ვერესთან" - ოთხივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ე.წ. ქურდული გარჩევის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან - გამოძიება ოთხი დაკავებულიდან სამს დანაშაულის დაფარვას ედავება, ყოფილ სპეცრაზმელს კი - განზრახ მკვლელობას.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში 3 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ორმხრივი სროლა გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში მოხდა. დაიჭრა რამდენიმე პირი, კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს.
გახმაურებულ საქმეზე გომელაურის უწყებამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი პირი დააკავა.
თბილისის ცენტრში მოხმდარი სისხლიანი გარცევის საქმეზე ამ დრომდე 5 პირია დაკავებული - კობა მეტრეველი, გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკოვი და გიორგი ქველიაშვილი.
რაც შეეხება საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, ბიზნესმენ მარლენ მეტონიძეს, მან საავადმყოფო დატოვა, თუმცა გამოძიებისთვის ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია.