კატეგორიულად მოვითხოვთ, უკრაინამ წარმოადგინოს მტკიცებულება, ან საჯაროდ უარყოს ბრალდება - მდინარაძე

06.04.22 15:00
კატეგორიულად მოვითხოვთ, უკრაინამ წარმოადგინოს მტკიცებულება, ან საჯაროდ უარყოს ბრალდება - მდინარაძე

ოთხ-დღიანი დუმილის შემდეგ, "ქართული ოცნება" უკრაინის ხელისუფლებას საგანგებო ბრიფინგით პასუხობს. მმარTველი პარტიის ცენტრალურ ოფისში მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საქართველოს უკრაინასთან დასამტკიცებელი არაფერი აქვს. რუსეთთან ფარულ გარიგებაში დადანაშაულებული "ოცნება" მტკიციებულებებს უკრაინის ხელისუფლებას უკვე ოფიალურად თხოვს.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე უკრაინის დაზვერვის მიერ კონტრაბანდასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილ ნოუ-ჰაუს უწოდებს. 

მისი თქმით, მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არ გაუვლია არავის.

მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში. გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან, საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში, უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი.

 კატეგორიულად მოვითხოვთ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ, ან საჯაროდ, იმავე წყაროებითა და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მსგავსი სიახლეები