,,პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში რუს სენატორ ვლადიმერ ჯაბაროვს შეხვდნენ
,,პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა, მიიღო.
შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები- იუწყება სააგენტო council.gov.ru.
ჩვენი ქვეყნები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ასწლოვანი მეგობრობით, დარწმუნებული ვარ, საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც დაინტერესებულია რუსეთთან კონტაქტის გაფართოებით- განაცხადა ჯაბაროვმა.
,,პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, დავით თარხან მოურავმა, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისი პარტია არის საერთაშორისო არენაზე საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრე. მან ასევე გამოთქვა სურვილი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს და დიალოგი გაგრძელდეს.