არა გენოციდს- უკრაინაში მოწყობილ რუსების სამხედრო დანაშაულებს საქართველოში აპროტესტებენ
ხელებშეკრული და მიწაზე დაწოლილი ადამიანების პროტესტი რუსთაველზე. ამ ფორმით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რუსები მიერ უკრაინაში მოწყობილ გენოციდს აპროტესტებენ.
არა გენოციდს!- თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ამ მოწოდებით ხალხია გამოსული. უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ადამიანები თბილისში უკრაინის საელჩოსთანაც მივიდნენ.
ბათუმი, ანაკლია, ქუთაისი- თბილისთან ერთად გენოციდს აპროტესტებენ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. მოქალაქეები უკრანისა და საქართველოს დროშებით ხელში სოლიდარობას უცხადებენ ომში მყოფ ქვეყანას და ამბობენ, რომ უკრაინის გამარჯვება პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს.
აქციის მთავარი მიზანია, მსოფლიოს გავუგზავნოთ მთავარი მესიჯი, რომ შევაჩეროთ დიდი ბოროტება, სახელწოდებით რუსეთი.
რომელი ქალაქი იქნება შემდეგი, რომელი ქვეყანა, კიდევ რამდენი მსხვერპლია საჭირო, რომ შევაჩეროთ ეს დიდი ბოროტება? - აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.