"ლელოს" რეზოლუცია პარლამენტში - "ოცნება" დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს

07.04.22 11:28
"ლელოს" რეზოლუცია პარლამენტში - "ოცნება" დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს

"ქართული ოცნება" ფრაქცია "ლელოს" რეზოლუციის დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს. მათი თქმით, მსგავსი რეზოლუციების არსებობა ქვეყანაში საჭირო არ არის. 

საქართველომ თვაისი პოზიცია უკვე გამოხატა ამასთან დაკავშირებით და იმ ნაბიჯებს შეუერთდა, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად იქნება საკითხები გადაწყვეტილი. მესაუბრებით დოკუმენტზე, რომელიც არ მინახავს, გავეცნობი და გეტყვით ჩემს პოზიციას", - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი. 

"ლელოს" რეზოლუციის დოკუმენტი უკრაინის შესახებ პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება. დოკუმენტში ჩაიწერება, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და რუსეთი დამნაშავეა.  "ლელოს" ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში რამდენიმე დღეში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები