მეტი შეიარაღება უკრაინას - ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება

07.04.22 12:10
მეტი შეიარაღება უკრაინას - ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება

ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილვის მთავარი თემა უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი სისტემის, ასევე, სხვადასხვა ტიპის იარაღის მიწოდება.

ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის მეტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების, ასევე, სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას განიხილავენ. 

როგორც იცით, ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფდნენ უკრაინის მხარდაჭერას მრავალი წლის განმავლობაში, წვრთნიდნენ უკრაინულ ჯარებს. ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ აღჭურვილობას, რათა დაიცვათ თქვენი უფლება თავდაცვაზე, როგორც ეს გაეროს ქარტიაშია გაწერილი. აუცილებელია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების, ასევე, სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას", - თქვა სტოლტენბერგმა

მისი თქმით,  NATO-ს ასევე აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას ყველა მოკავშირე.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ გავაძლიერეთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო წარმომადგენლობა და ჩვენ ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მხრიდან მოკავშირეების დაცვის მზაობის შესახებ მოსკოვში არ იქნება გაუგებრობები და არასწორი გათვლები", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი სიახლეები