პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - აშშ-ის სენატმა "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი" მიიღო

07.04.22 12:53
პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - აშშ-ის სენატმა "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი" მიიღო

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - აშშ-ის სენატმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი The Ukraine Democracy Defense Lend-Lease Act of 2022 მიღებას.  შესაბამისად დააჩქარდება კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მარაგების უკრაინისთვის გადაცემა. 

შესაბამისი აქტი, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.

მიღებული კანონპროექტით, აშშ უკრაინის გარდა ამგვარი პირობებით სამხედრო იარაღისა და მასალების გადაცემას იმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც შეძლებს, რომლებშიც რუსეთის ფედერაციის შეჭრის საფრთხე არსებობს.

Lend-Lease მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა  ის საშუალებას აძლევდა აშშ-ს, სწრაფად შეევსო მოკავშირეების საჭიროებები  პროცედურული დაბრკოლებების გარეშე.

 

მსგავსი სიახლეები