"ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია" - კალაძე "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვურ ვოიაჟზე

07.04.22 12:55
"ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია" - კალაძე "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვურ ვოიაჟზე

დედაქალაქის მერი, კახი კალაძე "პატრიოტთა ალიანსს" რუსეთში ჩასვლის გამო აკრიტიკებს. კალაძის თქმით, მისთვის მიუღებელია უკრაინაში ომის პარალელურად მოსკოვში ვიზიტის გამართვა.

როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცებიან,  ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება. ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები, ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია", - თქვა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ. 

მსგავსი სიახლეები