“პატრიოტთა ალიანსი” ახლა იტყვის, მოსკოვში ჟირინოვსკის პანაშვიდზე წავედითო - რომან გოცირიძე

07.04.22 13:46
“პატრიოტთა ალიანსი” ახლა იტყვის, მოსკოვში ჟირინოვსკის პანაშვიდზე წავედითო - რომან გოცირიძე

“პატრიოტთა ალიანსი” ახლა იტყვის, მოსკოვში ჟირინოვსკის პანაშვიდზე წავედითო, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს" -  ამის შესახებ  ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ თქვა. 

გოცირიძე  ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” “ქართული ოცნების” დესანტია და მოსკოვში ისინი “ქართულმა ოცნებამ” გააგზავნა.

ველოდებით პრემიერის განცხადებას. ვნახოთ დაგმობს თუ არა ამ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას. ეს ასჯერ უფრო საშიშია, ვინაიდან კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება უკრაინაში.

ესენი მოსკოვში ყოველთვის დადიოდნენ თუ დაეთრეოდნენ, მაგრამ იმ სიარულსა და ამ ჩასვლას შორის სხვაობა ძალიან დიდია. საქართველოს ბედი რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ მარცხში წყდება. ამ მარცხის შემოქმედი უკრაინელი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობაა. ვერავინ რუსეთის საქართველოში შემოყვანას ვერ ეღირსება, მაგრამ თავად ეს მცდელობა შევა, როგორც სამარცხვინო ლაქა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.  

მსგავსი სიახლეები