რუსეთი ანადგურებს ყველაფერს, გამოიყენოთ თქვენი გავლენა - ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტს

07.04.22 16:06
რუსეთი ანადგურებს ყველაფერს, გამოიყენოთ თქვენი გავლენა - ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტს

მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ, გამოიყენოთ თქვენი გავლენა - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტს. 

ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ რუსეთი ყველაფერს ანადგურებს: 

მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი სახელმწიფოს გავლენა და თქვენი შესაძლებლობები, როგორც ევროკავშირის წევრის, მარიუპოლის გადარჩენის ორგანიზებისთვის. მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ, რათა რუსეთმა უარი თქვას უკრაინის დაპყრობაზე. ეს ომი, რომელიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო, ნამდვილად ანადგურებს ყველაფერს, რაც უკრაინელებმა და ბერძნებმა ერთად ააშენეს დიდი ხნის განმავლობაში. რა დარჩება რუსული არტილერიისა და რუსული საჰაერო ბომბების შემდეგ? გეტყვით: ისინი გაანადგურებენ მთელ ჩვენს საერთო ისტორიას, ჩვენს საერთო მემკვიდრეობას"- თქვა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები