ვარ უდანაშაულო, პოლიტიკური პატიმარი და ამას დავამტკიცებ - ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი

07.04.22 16:19
ვარ უდანაშაულო, პოლიტიკური პატიმარი და ამას დავამტკიცებ - ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი

სენაკის რაიონულ სასამართლოში ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსის, ამირან ჯანაშიას, პროცესი გაიმართა. ვარ უდანაშაულო, პოლიტიკური პატიმარი და ამას დავამტკიცებ;-" ამ სიტყვებით მიმართა ამირან ჯანაშიამ სასამართლოს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტი, ლია კაცოშვილი, გამოიკითხა. 

როგორც კაცოშვილმა განაცხადა, მან  ექსპერტიზა ჩაუტარა დაკავებულის ჯინსის ლურჯი ფერის შარვალს,  შავ მაისურსა და ქამარს და აღნიშნა რომ სამივე მათგანზე ალაგალაგ ისახება კვალი, რომელიც შესაძლოა, დატოვოს ნებისმიერმა მეტალმა.
დაკავებულის უფლებადამცველის, დავით კოდუას, თქმით, შესაძლოა ტანსაცმელზე არის გასაღებების შეკვრის კვალი, რომელიც ჯანაშიას ქამარზე ჰქონდა მიმაგრებული. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 15 აპრილს 15 საათზე ჩაინიშნა. 
სამართალდამცველებმა ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი, ამირან ჯანაშია, 2021 წლის 29 ოქტომბერს დააკავეს. 
გამოძიება ჯანაშიას  სსკ-ის 236-ე მუხლს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბრალდებულების დაკავება სასამართლო დარბაზშივე მოხდა.

მსგავსი სიახლეები