სამ თვეში საჯარო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებაში 405 ათასი ლარი დახარჯეს - "აი, ფაქტი"
გაღირიბებული ხალხის ფულს მაღლაჩინოსნები რესტონებში ხარჯავენ. სამ თვეში საჯარო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებაში 405 ათასი ლარი დახარჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “აი, ფაქტი” ავრცელებს:
- ჭიათურის მერიამ “საპატიო ჭიათურელების” დაჯილდოვებაზე მოსული 100 სტუმარი 13,000-ლარიან სუფრაზე მიიწვია. ფეხბურთელ ზურაბ წერეთლის მემორიალური დაფის გახსნა კი 15-კაციანი სუფრით აღნიშნეს და რესტორანში 1,100 ლარი დახარჯეს.
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კალანდობაზე მოსულ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსაც რესტორანში უმასპინძლეს გოჭითა და ტაბაკებით. ვახშამში თეთრიწყაროს ბიუჯეტიდან 1,305 ლარი დაიხარჯა.
- ხონის მერიამ კი 1,200 ლარი დახარჯა საახალწლო ღონისძიებაზე 20 სტუმრის გამასპინძლებაში.
- მუნიციპალიტეტებს შორის კვებაზე ყველაზე მეტი თანხა, 27 ათასი ლარი გამოყო ქუთაისის მერიამ.
კორუფციის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტები კანონდარღვევაა და ყველა მერმა პასუხი უნდა აგოს.
აღნიშნული ხარჯი არის არამიზნობრივი ხარჯი, ხოლო არამიზნობრივი ხარჯი საქართველოს კანონმდებლობით არის სისხლის სამართლის დანაშაული. გამომდინარე აქედან ყველა ის მერი, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, რომელიც არამიზნობრივად ხარჯავს სახელმწიფოდან გამოყოფილ თანხებს, ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი კანონის შესაბამისად", - ამბობს ბესიკ დონაძე.