მსჯელობა გვქონდა დარჩენილ 2 პუნქტზე - ხაზარაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ

11.04.21 20:12
მსჯელობა გვქონდა დარჩენილ 2 პუნქტზე - ხაზარაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ

"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დატოვა. მამუკა ხაზარაძის თქმით, მმართველ გუნდთან "ლელოს" შეხვედრა არ ჰქონია და ისინი მხოლოდ ელჩებს - კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს შეხვდნენ.

შეხვედრა გვქონდა ელჩებთან, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ "ლელოს" პოზიცია, რომ 5 პუნქტიდან 3 პუნქტს  "ლელო"ეთანხმება,  ისევე როგორც ოპოზიციის სხვა პარტიები. მსჯელობა გვქონდა დარჩენილ 2 პუნქტზე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, დეტალებში ვერ შევალთ. უნდა გადატვირთვა მოხდეს - ეს არის ამოცანა ახლა, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები - თქვა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და "ლელოს" ლიდერები ელჩებთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები