უკრაინის მოქალაქის შესაძლო გაუპატიურების საქმე - რას ამბობენ პროკურატურაში?
უკრაინის მოქალაქის შესაძლო გაუპატიურების საქმე - საქართველოს მთავარ პროკურატურაში "ტვ პირველს" განუცხადეს, რომ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შოთაძის უწყების ცნობით, გამოძიება განმცხადებლის მიმართვისთანავე დაიწყო.
ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოძიება ამ ეტაპზეც გრძელდება, რომლის ამოწურვის შემდგომ საქმეზე მივიღებთ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. განმცხადებელს და მის ადვოკატს ექნებათ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა"- აღნიშნავენ მთავარ საგამოძიებო ორგანოში.
უცხო ქვეყნის მოქალაქე აცხადებს, რომ ბათუმში ძვალით ახალი წლის ღამეს გააუპატიურეს. მისი თქმით, 3 თვეა სამართალს ვერ მიაღწია.
ქალის მონაყოლის თანახმად, მამაკაცმა ის ჯერ სახლში დაპატიჟა, ღვინოში სავარაუდოდ დამაძინებელი აბები ჩუაყარა, შემდეგ სასტუმროში წაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა.
უცხო ქვეყნის მოქალაქის ბრალდებებს საქმის ერთ-ერთი ფიგურნტმა ,,პირველებთან" უპასუხა. კაცი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა გაუპატიურბის ფაქტს უარყოფს.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ერთი ექსპერტიზა უკრაინელ ქალს ჩაუტარდა და შსს განმეორებითი ექსპერტყიზის ჩატარებას აპირებს.
ქალის ინტერესებს ორგანიზაცია "საფარი" იცავს. ბაია პატარაიას თქმით, ქალმა მათ ამ ინციდენტის შესახებ თავად მოუყვა. აღსანიშნავია, რომ ქალისთვის ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ და პოლიციას არც დამნაშავე დაუკავებია.
ახალგაზრდა ქალი მძიმე ამბავს "ტვ პირველთან" იხსნებს და ჰყვება, როგორ იძალადეს მასზე. მისი მონათხრობის თანახმად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 იანვარს გახდა, როცა მეზობელმა კაცმა საახალწლო სუფრაზე დაპატიჟა, იქ მისულს კი სახლში სხვა სტუმრებიც დახვდნენ.
უკრაინელი ქალი ქლის ამბობს, რომ "განსაკუთრებული სასმელი შესთავაზეს", რისი მიღების შემდეგაც არაფერი ახსოვს. როცა გონს მოვიდა, სულ სხვაგან, სასტუროში იმყოფებოდა და მასზე სექსუალურად ძალადობდნენ.
ქალი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რამდენმა პირმა გააუოატიურა.