საზღვრის კვეთის საქმე - საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება
საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილის დაესწრება. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, პრეზიდენტის ადვოკატები კი შუამდგომლობის დააყანებას გეგმავენ.
პროცესის პარალელურად გაიმართება საპროტესტო აქციაც. ყოფილ მთავარსარდალს მხარდამჭერები სასამართლოს შენობის გარედან გაამხნევენენ.