ვადამდელი არჩევნები არ იქნება - ღარიბაშვილი

02.03.21 13:14
ვადამდელი არჩევნები არ იქნება - ღარიბაშვილი

ვადამდელი არჩევნები არ იქნება - პრემიერი პრემიერის ლექსიკა გუშინდელისგან განსხვავებით ისევ შეცვლილია. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება და ეს პრინციპული პოზიციაა. მისი თქმით, ქვეყანაში ამის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს.

ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი. ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინდელ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში. პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა რომელიმე პარტიის ახირების შესაბამისად. მე პირადად და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების თუ ინტერესების შესაბამისად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბმისი ფორმატი და მზად ვარ კიდევ ერთხელ გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი. უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები