მდაბიო პატარა ბიჭი, 30 ვერცხლის ფასი გახდა მისი ღირსება - მწვავე დაპირისპირება ბესელია-შაქარიშვილს შორის

12.04.21 10:32
მდაბიო პატარა ბიჭი, 30 ვერცხლის ფასი გახდა მისი ღირსება - მწვავე დაპირისპირება ბესელია-შაქარიშვილს შორის

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია, ყოფილ თანაგუნდელს, ვატო შაქარიშვილს, უპირისპირდება და მას წარსულს ახსენებს. 

"30 ვერცხლის ფასი გახდა მისი ღირსება"- წერს ბესელია შაქარიშვილზე. მანამდე კი "უცნობის" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და კახა კუკავას "რევანშისტული ძალების ბალასტი უწოდა: 

აჰა რევანშისტული ძალების “ბალასტს” - გედი ფოფხაძეს, კუკავას, ბესელიას და ა.შ. როლიც მიანიჭეს... ეხლა წახვალთ და ,,უცნობს" დაარტყამთ, თქვენივე წარსულზე იტყვით უარს და უკადრებელს იკადრებთო... აბა ელექტორალური რესურსი თქვენ არ გაქვთ, ფინანსები თქვენ არ გაქვთ და მხოლოდ ტვირთად გვკიდიხართო...
ფიქრია ჩიხრაძეზე რაღა უნდა ითქვას?! ეროვნული მოძრაობა და 1989 წლის 9 აპრილი ლაპარაკობს და თან კომკავშირის მდივნის პარტიის ლიდერია, რომელიც ანტისაბჭოთა მიტინგებს არბევდა... 
ამ მარაზმის დასრულების დასაწყისს ჩაეყარა გუშინ საფუძველი!"- დაწერა შაქარიშვილმა. 

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა კი შაქარიშვილი "პატარა ბიჭად" , მის განცხადებას კი "მდაბიოდ" მოიხსენია: 

ბევრი ადამიანის დაცემა და  საკუთარი თავის გადაბიჯება  მინახავს, უკადრებელს რომ კადრულობენ, მაგრამ ამ პატარა ბიჭის, შაქარიშვილის, ამ მდაბიო სტატუსმა გამაოგნა!
მისგან მართლა არ ველოდი (პირადი ურთიერთობის გამოც ) და როგორც ჩანს,   30 ვერცხლის ფასი გახდა მისი ღირსება !
რადგან საჯაროდ გაბედა და დააწერინეს ეს უმსავსობა და უსინდისობა, საჯაროდ ვრეაგირებ :
მარაზმის დასრულებას  სხვის ხელში იარაღად ქცეული   შაქარიშვილი ვიდრე შეძლებს , თავად მარაზმში მყოფმა უნდა დააღწიოს თავი. 
ისიც ვერ გაიაზრა - თავად სად რა როლშია , ვინ რას ავალებს და ამიტომაც ჰგონია, ვინმეს შეუძლია, რამე დამავალოს და მათქმევინოს.
  ეს პატარა , უკვე დასრულებული ახალგაზრდა კაცი რომ მეგონა, უკეთესი მომავლისთვის იბრძოლებდა მართლა წარსულის ბალასტის მთავარ როლში მოაქციეს და ტრაგიკომიკურ სცენარში  კომფორმიზმში ჩაძირეს!
რასაკვირველია, ,,ტვ იმედშიც" მიიწვევენ და ხელისუფლება რაღაცას გადაუგდებს ამის სანაცვლოდ, რაც იკადრა ...
  ახლა უფრო გასაგებია ჩემთვის, ჩემი პარტიიდან წამოსვლის შემდეგ რა როლი დააკისრეს მასაც და სხვასაც, ვინც გვერდიდან არ მშორდებოდა იმ დღეებში...
წარსულზე მე უარს ვერავინ მათქმევინებს, მაგრამ აი ასეთი პატარა უღირსი ბიჭის  წარსულიც, ამწყოც   და მომავალიც 30 ვერცხლის ფასია მხოლოდ!

9 აპრილს "უცნობის" მიერ გამართულ აქციაზე საჯარო მოხელეები, პედაგოგები, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებული ადამიანები იმყოფებოდნენ. აქცია კრიტიკული მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ გაიმართა. 

თავად "უცნობი" ამბობდა, რომ აქცია აპოლიტიკური იყო, თუმცა, ყველაზე ბევრჯერ  ოპოზიცია და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები გააკრიტიკა.