ოპოზიციის ინიციატივებს არ განვიხილავთ - წილოსანი "ლელოს" კანონპროექტზე

08.04.22 14:04
ოპოზიციის ინიციატივებს არ განვიხილავთ - წილოსანი "ლელოს" კანონპროექტზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი  ნინო წილოსანი ამბობს, რომ მმართველი გუნდი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივებს არ განიხილავს. მისი თქმით, ამის მიზეზი ხელისუფლების ოპონენტების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკაა. 

"ლელოს" თუ სურს, რომ ამ თემებზე დაიწყოს მუშაობა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და ფორმატი, რომელიც შესაძლოა, უფრო მეტ აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს, ვგულისხმობ თავად ადდგენილების ან რეზოლუციის ფორმატს, სანამ აქამდე მივა კარგი იქნება თუ უფრო დეტალურად და სამუშაო რეჟიმში მოიკვლევს აღნიშნულ საკითხს და ეთანამშრომლება უმრავლესობის წევრებს. "ლელოსთან" იქნება ეს დაკავშირებული თუ "ნაციონალურ მოძრაობასთან" საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მათ ინიციატივებს არ განვიხილავთ, ვგულისხმობ, არა უშუალოდ საპარლამენტო ფორმატში განხილვას, არამედ მხედველობაში არ მივიღებთ, რადგან მათ მიერ ბოლო პერიოდშ ნაწარმოები პოლიტიკა იყო სრულიად ანტისახელმწიფოებრივი, - განაცხადა წილოსანმა. 

"ლელოს" საპარლამენტო გუნდი რუსული გავლენების და პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს ამზადებს. ოპოზიციური პარტია პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს, რომლითაც ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფების გამოვლენა და მათი საქმიანობის აკრძალვა გამარტივდება. სამიზნე პრორუსული პარტიებია.

"ლელო" მიიჩნევს, რომ პუტინის მომხრე ძალები საქართველოში უკრაინის ომის პარალელურად გააქტიურდნენ დასაქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ხელს განზრახ უშლიან.

 

მსგავსი სიახლეები