ომის ზუსტი თარიღი რომ მცოდნოდა, ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებოდი - მიხეილ სააკაშვილი

08.04.22 15:25
ომის ზუსტი თარიღი რომ მცოდნოდა, ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებოდი - მიხეილ სააკაშვილი

ომის ზუსტი თარიღი რომ მცოდნოდა ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებოდი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე სიტყვით მიმართვის დროს განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მან უკრაინა მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ ომს თავი აარიდა. 

მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ის არა საქართველოში, არამედ რომელიმე სხვა ქვეყანაში წავიდოდა. 

როდესაც საზღვრის კვეთას ვეხებით ვიღაც არა მთლად ჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა საქათველოში იმიტომ, რომ განერიდა ომს უკრაინაშიაო. მე ბევრი რამ გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა რომ შემძლებოდა და ზუსტი წინასწარმეტყველება, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ, ამ შუშის უკან... განრიდება რომ მდომებოდა, ამერიკაშიც შემეძლო განრიდება, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას და არა 310 საკანში, სადაც ვიმყოფები, - განაცხადა სააკაშვილმა. 

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილი პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ  ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს. პროცესზე  ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, პრეზიდენტის ადვოკატები კი შუამდგომლობის დააყანებას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები