როცა ბარდები მერე იწყება შემოსვლა, გაუპატიურება, განადგურება - მიხეილ სააკაშვილი
როცა ბარდები მერე იწყება შემოსვლა, გაუპატიურება, განადგურება და მოსპობა შენი ქვეყნის, - ამის შესახებ მიხეილ საკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მესამე პრეზიდენტმა სხდომაზე უკრაინაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და პარალელები აფხაზეთის და ასევე, აგვისტოს ომთან გაავლო. მისი თქმით, საქართველოს ახლა რუსეთს პირდაპირ აბარებენ.
მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდა.
როცა ბარდები მერე იწყება შემოსვლა, გაუპატიურება, განადგურება და მოსპობა შენი ქვეყნის და დღეს ჩვენ ქვეყანას პირდაპირ აბარებენ, ამიტომ ახლა აღარ არის დრო პარტიებად, სიმპათიებად და ანტიპათიებად დაყოფის. ხალხი ელის ჩვენგან ერთობას და მნიშვნელოვან ცვლილებებს და ხალხი ამისთვის არის მზად , - განაცხადა მან.