საზღვრის კვეთის საქმე - სააკაშვილმა პროკურორს კორექტული საქციელისთვის მადლობა გადაუხადა

08.04.22 15:54
საზღვრის კვეთის საქმე - სააკაშვილმა პროკურორს კორექტული საქციელისთვის მადლობა გადაუხადა

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკასვილმა პროკურორს და მოსამართლეს კორექტული საქციელისთვის მადლობა გადაუხადა. მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის სასამართლოს პატივს არ სცემს, თუმცა არიან ცალკეული ადმაიანები, რომლებიც საქართველოს ნამდვილად გამოადგება. 

მე მინდა პროკურორებს ვუთხრა პირველად მადლობა ძალიან კორექტული საქციელისთვის და მოსამართლესაც ასევე... ქალბატონო მოსამართლე, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვაღიარებ არც სასამართლოს ამ პირობებში და არც პროკურატურას, მაგრამ არსებობენ ადამიანები კონკრეტული, რომელიც ნამდვილად გამოადგება მომავალ საქართველოს და ეს ყველას უნდა გვესმოდეს, - განაცხადა მესამე პრეზიდენტმა. 

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილი პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ  ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს. პროცესზე  ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, პრეზიდენტის ადვოკატები კი შუამდგომლობის დააყანებას გეგმავენ. 

მსგავსი სიახლეები