ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.
"ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, ის შეხვედრებს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართავს.