9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა

09.04.22 10:06
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 

 გმირების პატივსაცემად 9 აპრილის მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა. ქვეყნის მთავარ გამზირზე მიდიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, 9 აპრილს შეწირული გმირების ოჯახები.

მსგავსი სიახლეები