ბოროტების იმპერია, რომელმაც აქ ეს საშინელება დაატრიალა, ბოლომდე უნდა დამარცხდეს - ბოკერია

09.04.22 11:12
ბოროტების იმპერია, რომელმაც აქ ეს საშინელება დაატრიალა, ბოლომდე უნდა დამარცხდეს - ბოკერია

„ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ბოკერიას თქმით, საქართველოს  ყველა მოქალაქის ვალიათავისუფლების დაცვა, ხოლო რუსეთი, როგორც ბოროტების იმპერია, ბოლომდ ეუნდა დამარცხდეს. 

დღეს არის ერთი მხრივ, ტრაგიკული დღე, ხსოვნის დღე იმ ხალხის, ვინც დღეს ჩვენი მტრის ხელს შეეწირა, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების დღე. ამ დღემ გარდატეხა შეიტანა არამარტო საქართველოს, მთლიანად ბოროტების იმპერიის ნგრევაში და ჩვენი თავისუფლების დაბრუნების საქმეში. ამავე დროს, ვხედავთ, რომ ის სასტიკი და ამაზრზენი ბოროტება, რომელსაც აქ მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ, დღეს ჩვენს თავისუფლებას კვლავ საფრთხეს უქმნის. ეს იგივე ბოროტებაა, ვინც უკრაინაში ჩადის დღეს ამ ამაზრზენ დანაშაულებებს. ამიტომ ჩვენი ვალია, ამ დღის, ამ ადამიანების, ჩვენი მრავალი თაობის ხსოვნის გამო და არამარტო, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, რომელიც კვლავ საფრთხეშია და ბოროტების იმპერია, რომელმაც აქ ეს საშინელება დაატრიალა, ბოლომდე უნდა დამარცხდეს",- განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები