ასეთი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია - კობახიძე პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევაზე

09.04.22 11:23
ასეთი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია -  კობახიძე პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოგზავნილი მოწვევა არარელევანტურია. როგორც კობახიძე განმარტავს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან "შეურაცხმყოფელი განცხადებები" ისმის.

ვისმენთ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის მხრიდან, რასაც თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს. აქ დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არის სამწუხაროდ არარელევანტური. რატომღაც აქვს თავისი პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული უკრაინის ხელისუფლებას, რომ ყავდეს "ნაცმოძრაობის" ლიდერები ტავისთან ეს არის სააკაშვილი, ადეიშვილი,ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები. ეს არის მათი პრინციპული პოზიციია და ე სპოზიცია არ იცვლება, ეს არის 

ეს არის სამწუხარო რეალობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იდგმება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯები“,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები